Friday, June 12, 2009

უცხო ადამიანი კარებში, ანუ რა ხდება დღეს?


გქონიათ შემთხვევა, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ შედიხარ მეგობრის სახლში, კარს კი სრულიად უცხო ადამიანი გიღებთ და გეუბნებათ, რომ აქ არასდროს არავის ამდაგვარს არ უცხოვრია, არადა თითქოს სადარბაზო არ აგერიათ, როგორ უნდა აგრეოდათ, ბოლო ხუთი წელი ხომ კვირაში ერთხელ მაინც აქ მოდიოდით, შეიხედეთ ვიწროდ გაღებულ კარში, ბინაც იგივენაირია, მოყვითალო კედლები, აი სარკეც, დიდი ზარდახშა შემოსასვლელში, იბნევით, "კარგით რა, ნუ მეშაყირებით სად არიან ბავშვები?" კითხულობთ მექანიკურად, უცებ კი თქვენი ცხვირის წინ კარი იკეტება. აქტიურად იწყებთ ზარის რეკვას, მეორე ცდაზე დიალოგი წარუმატებლად მთავრდება და პატრულის გამოძახებით გემუქრებიან. ხო, ალბათ არ გქონიათ, ეს უფრო რაღაც ფანტასტიკის დონეზეა, მე კიდევ დღეს დამემართა... რა დამემართა მაინც ვერ ვხდები.

ისევ და ისევ, ვცდილობ გულმოდგინე და ბეჯითი აბიტურიენტი ვიყო, რაღაც საშინელი სიტყვაა ხო? მეც ეგრე ვფიქრობ, გამოცდებამდე სამი კვირაც არ არის დარჩენილი, შეგრძნება მაქვს, სრული ექსტრიმი, თითქოს არაფერი ვიცი, და მე ვაპირებ გამოცდებზე გასვლას. მართლა ადრენალინის გამოყოფის კარგი საშუალებაა, სრულიად უცოდინარი წასვლა გამოცდაზე, ნუ თუ რათქმაუნდა ამაზე შენი ცხოვრების მომავალი 4 წელი არ არის დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში ვიტყვი რომ ვეცადე.