Wednesday, May 6, 2009

first


რაც არ უნდა ხდებოდეს, ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც, სხვადასხავ ვარიაციებში, მაგრამ მაინც საქართველო ჰქვია, მაინც არ მიდის ყველაფერი რიგზე და ყველა წინ წადგმული ნაბიჯი რაღაცის შეცვლისა, უკან გადადგმულ 8 ნაბიჯს უდრის. მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვაპირებ საქართველოში არსებულ მოვლენებზე საუბარს, რადგან ამაზე ისედაც ძალიან ბევრს და ძალიან კარგადაც წერენ სხვები.
არასდროს მქონია სურვილი ჩემი აზრი სხვისთვის გამეზიარებინა, ხშირ შემთხვევაში ყველა დისკუსიაში ჩუმი მსენელის როლს ვიკავებ, ვუსმენ ვუსმენ, ძილის წინ კი იმ ყველაფრის გადახარშვას ვცდილობ რაც გავიგე. ვერ გეტყვით რომ ყოვეთვის წარმატებული ვარ ინფორმაციის მონელების საკითხში, ხშირად მიფიქრია კიდევაც რომ დამხმარე პრეპარატები უნდა არსებობდეს ამისათვის, მაგრამ ასეთი აბების მოძებნის ნებისმიერი მცდელობა, გონების სრული გათიშვით ან საკმაოდ არასტაბილური ქცევით დასრულდა. ამიტომ ისევ ჩემი ტვინის მონელების ბუნებრივ უნარს მივენდობი და ვეცდები გადავხარშო ის რაც ამ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ილექება. ინფორმაციის ფეკალური მასები უნდა გამოჰყო და შეეცადო სარგებელი მიიღო, ვტქვათ როგორც ვიტამინებისგან. მაგრამ როგორც დღეს გავიგე, მსოფლიოს სისტემა გაიჭედა. პოსტ მოდერნიზმიც კი უკვე წარსულია, გადატვირტვა კი როგორც გავიგეთ უშედეგო. რა არის პოსტის შემდეგი სახე? და საერთოდ აქვს თუ არა ხელოვნებას დროის შეგძნება, თუ ეს მხოლოდ მოდის ამბავია? სად არის ზღვარი მარაზმსა და ნამდვილ ხელოვნებას შორის, ანუ მინდა გავიგო სად მთავრდება ნამდვილი ხელოვნება და იწყება ფსევდო moneymaking სისულელე.

1 comment:

  1. კარგი გოგო ხარ და აზროვნება გეტყობა :)

    ReplyDelete